სადახლოსა და გუგუთში ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

25 დეკემბერიდან 5 იანვრის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სადახლო-საავტომობილო“ და ,,გუგუთი“, ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთისა და სომხეთის მოქალაქეების ე.ს-სა და  მ.ჩ-ს, კუთვნილი ავტომობილების დათვალიერებისას, 25 კაფსულა ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტი, ასევე, 1 ცალი ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნა აღმოაჩინეს.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

website by Sargssyan